Sunday, 09 August 2026
$ 2.62
3.02
£ 3.52
0.03
0.05

ლიანა პილტოიანის დისტანციური ცხოვრება და საქმიანობა – ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებლები აცხადებენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან „ლევიტანის ხმის“ გაგონებას

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი დისტანციური სწავლების პერიოდში ორივე სკოლის – ხაჩკოვის და კაბურის პედკოლექტივთან ურთიერთობას ხმოვანი შეტყობინებების სახით აწარმოებს და როგორც  მასწავლებლებმა „ბიზნესკონტინენტს“ ხუმრობით უთხრეს, ისინი მძიმე გლობალური პანდემიის პერიოდში მოუთმენლად ელოდებიან „ლევიტანის ხმის“ გაგონებას. ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დისტანციური სწავლება რთული გამოწვევა აღმოჩნდა, მაგრამ უკვე ყველაფერი […]

admin28.05.2020

აზნივ ვოსკანიანი: სომხეთთან შედარებით, საქართველოში ონლაინ სწავლების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი აცხადებს, რომ საქართველოში გლობალური ეპიდემიის პირობებში დანერგილმა ონლაინ სწავლებამ დადებითი შედეგი გამოიღო და საწყის ეტაპზე გამოვლენილი ტექნიკური თუ სხვა სახის ხარვეზები ეტაპობრივად აღმოიფხვრა. ვოსკანიანი, რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დაამთავრა, „ბიზნესკონტინენტთან“ საუბარში ამბობს, რომ სომხეთთან შედარებით, საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ონლაინ სწავლების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. […]

admin27.05.2020

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე ჩატარებული კვლევიდან, „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე მცირე კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები ექვს ადამიანს აღმოაჩნდა, რაც გამოკვლეულთა დაახლოებით 0.6 პროცენტია. მისივე განცხადებით, ეს ნიშნავს არა მათ ავადობას, არამედ იმას, რომ ისინი სეროპოზიტიურები არიან და ანტისხეულები აქვთ. „გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას მოსახლეობაში, ჯანმრთელ მოსახლეობაში 1000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ […]

admin27.05.2020

აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა

აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა. ბიუროში აცხადებენ, რომ აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge. „დაჯავშნისთვის საჭიროა: ეწვიოთ პორტალს; აირჩიოთ კატეგორია – იუსტიციის სახლში და ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა; შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაგეგმად საჭირო ველები; ფილიალის ველში მიუთითეთ – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მომსახურების ტიპში მიუთითეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება; ვიზიტის დაჯავშნის დასტურად მიიღებთ მოკლე ტექსტურ […]

admin27.05.2020

კახა კალაძე: „საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება“

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.  „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის […]

admin27.05.2020

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. „ეს ნაბიჯები მიღებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა გახარიამ.

admin27.05.2020

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. „პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

admin27.05.2020

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება. „აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, -აღნიშნა გახარიამ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა.

admin27.05.2020

გიორგი გახარია პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტს დღეს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა. პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 31 მარტიდან მოქმედებდა კომენდანტის საათიც. საგანგებო მდგომარების მოხსნის თარიღად თავდაპირველად 21 აპრილი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ […]

admin27.05.2020

ვლადიმირ ზელენსკი: „მჯერა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის“

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის, მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატო-ში სანუკვარი წევრობისაკენ. დარწმუნებული […]

admin26.05.2020