პრემიერ მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა
სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო – „ნიუ პორტი” შეემატება, – ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა. ახალი სასტუმრო, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ […]