ირაკლი კოვზანაძე: ძალაში რჩება დაპირება, რომ 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ 30 ლარით იზრდება პენსია და 250 ლარს მიაღწევს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით მიიღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს, ანუ ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო […]