კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ბოჭორიშვილის კლინიკიდანაა. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, სამივეს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია “ჩვენს ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან კოვიდით არის 25 პაციენტი, 4 პაციენტი 18 წლამდე პირია, სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ჩვენი კლინიკიდანაა. ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც პერსონალთან პირადი შეხება ჰქონდათ. არ გვეკარებოდა ამ დროს პოლიცია, თუმცა […]