მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. „ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს. იცით, იყო 800 და დღეს არის 801 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ ოთხით გაიზარდა. 640 იყო და გახდა 644. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში […]