პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა. ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მის წინააღმდეგ კი არც ერთი დეპუტატი არ წასულა. ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას კი მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. დოდო შონავას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, თუმცა, კენჭისყრაზე კვორუმი 76 დეპუტატი იყო, […]