მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასატარებელი რეფორმების შესახებ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილ აუცილებელ რეფორმებს შორის არის საბაჟო, სასამართლო და საგადასახადო რეფორმა. იგი ასევე გამოდის ინიციატივით, უკრაინაში შემოიღონ საპროცესო შეთანხმებები. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებებით საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტში 2,5 მილიარდი დოლარის დაბრუნება შეძლეს. „კიდევ […]