გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა. მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი […]