საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისიდან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას […]