საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 245. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.