პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილა
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაწყვეტასა და იმ საკოორდინაციო ფუნქციის ეფექტიანად აღსრულებაზე, რომელიც რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ეკისრებათ. პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, […]