თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და […]