საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა. საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია გარდაცვლილი.