საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი. „გარდაცვლილი მამაკაცი იყო 60 წელს გადაცილებული. ეს პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. დაახლოებით, 15 დღე მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რადგან იყო დისტრეს სინდრომი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტთან განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონაროგრაფია […]