გიორგი გახარია: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ, საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი
საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე. „მოგესალმებით საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. […]