Tuesday, 21 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.53
0.03
0.06

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, დასვენების დღეებში დათხოვნაში მყოფმა, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები, რის შედეგადაც ის მოხვდა საავადმყოფოში. თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა […]

admin06.10.2020

​„Economist Intelligence Unit“-ის ექსპერტიზის თანახმად, საქართველო კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მე-11 ადგილზეა

2020 წლის 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი მოკვლევა გამოაქვეყნა. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ შეფასებაში მსოფლიო ბანკი დაეყრდნო სხვადასხვა მასშტაბურ კვლევასა და კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია „Economist Intelligence Unit“-ის ექსპერტიზა, რომელმაც   საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით შეაფასა. კერძოდ, მისი ექსპერტიზა  და საერთაშორისო რეიტინგი მიეძღვნა საჯარო სექტორს − „საჯარო სექტორის თავისუფლება კორუფციისაგან“,  სადაც საქართველომ თავისი  […]

admin06.10.2020

გიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე – უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა […]

admin06.10.2020

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი წარუდგინა

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.  კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის. მისივე თქმით, ფონდი რამდენიმე ათეულ მილიონს გაიღებს პარკის მოწყობისთვისაც.  „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში, პარკების განახლებას, […]

admin06.10.2020

6 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 6 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268-ით გაიზარდა და ის 4 887-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა.

admin06.10.2020

მიხეილ ჩხენკელი: „ყველა, ვინც განმანათლებლობას ირჩევს, უკვე გამარჯვებულია“

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა. გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და გამარჯვება პირადად მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდაში უმნიშვნელოვანესი როლი […]

admin06.10.2020

თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ნიღაბი მოიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავადმყოფოში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა და კორონავირუსზე მკურნალობას იქ განაგრძობს. თეთრი სახლის აივანზე მან ნიღაბი მოიხსნა და ისე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. „თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ მისცეთ მას საშუალება იბატონოს თქვენს ცხოვრებაზე“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ საავადმყოფოს დატოვებამდე. „მე თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინათ […]

admin06.10.2020

მსოფლიო ბანკი: კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.  კვლევის თანახმად, საქართველო, სარეიტინგო ქულით,  უსწრებს  ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს – ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს,  ჩეხეთს, ლატვის, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში […]

admin05.10.2020

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა დაიწყო

ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ღირსეული სამხედრო სამსახურის წინაპირობაა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მახათას მთაზე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დღეიდან დაიწყო. „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობისთვის საძირკველის ჩაყრა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროების ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, კაფსულის ჩადებით აღნიშნეს. მშენებლობის დაწყების […]

admin05.10.2020

გიორგი გახარია: ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ

ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დაწყებისას. მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაიზარდოს ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს. „ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, […]

admin05.10.2020