Thursday, 23 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.51
0.03
0.06

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების” საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სდაც აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. მისი თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, მმართველი პარტიის საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს. “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი […]

admin08.10.2020

გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს 8-წლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში. „ასევე მინდა ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმები დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა […]

admin08.10.2020

„ოსკარზე“ საქართველოდან დეა კულუმბეგაშვილის ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება

„ოსკარზე“ საქართველოდან დეა კულუმბეგაშვილის ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ გაიგზავნება. გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით მიიღო. ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება.

admin08.10.2020

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „62 წლის ქალს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. […]

admin08.10.2020

თავდაცვის ძალებს ქართული „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.  ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, […]

admin08.10.2020

გიორგი გახარია: აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში

აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის მეთაური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა, არ მოახდინონ საკითხის პოლიტიზება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. „უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ როგორც ხედავთ, არ წყდება საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა […]

admin08.10.2020

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49 პროცდენტია მხოლოდ, რაც შეესაბამება 230 პაციენტს, თუმცა საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები, 28 პროცენტია უკვე […]

admin08.10.2020

8 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 8 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 318-ით გაიზარდა და ის 5 553-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 66 ადამიანი გარდაიცვალა.

admin08.10.2020

პრემიერ მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.  მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება. პრემიერ მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად […]

admin08.10.2020

საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მისიის დაწყება მიულოცა და ევროსაბჭოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატება covid-19-თან ბრძოლის მართვის კუთხით, ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის მიუხედავად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.  შეხვედრაზე […]

admin07.10.2020