Tuesday, 21 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.53
0.03
0.06

„ქართუს“ კიდევ ერთი საჩუქარი თბილისს – იპოდრომის ყოფილი ტერიტორია დედაქალაქს გადაეცა

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს. თბილისის მერმა საქველმოქმედო ფონდსა და ბიძინა ივანიშვილს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრალური პარკიც […]

admin05.10.2020

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის კორონავირსუზე მესამე ტესტირებამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და მისი ცოლის, კარენის კორონავირსუზე კიდევ ერთმა ტესტირებამ ისევ ნეგატიური შედეგი აჩვენა. ეს უკვე მათი მესამედ ჩატარებული ტესტია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ვიცე-პრეზიდენტი პენსი საარჩევნო კამპანიასა და ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული და სამშაბათს თეთრ სახლში კონტაქტი ჰქონდა ტრამპთან, ანუ […]

admin05.10.2020

ქუთაისის აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა

6 თვის შემდეგ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩაფრინდა. „აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორი, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ორგანიზებულად საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ პირველ […]

admin05.10.2020

5 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 375-ით გაიზარდა და ის 4 619-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 52 ადამიანი გარდაიცვალა.

admin05.10.2020

განათლების მინისტრი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ პედაგოგების შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას. „5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში. თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი […]

admin05.10.2020

4 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 4 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 8 118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 252-ით გაიზარდა და ის 4 244-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით სულ 50 ადამიანი გარდაიცვალა.

admin04.10.2020

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) საქართველოს მიმართ „იდენტობის“  ჯგუფის საქმეები დებატების გარეშე განიხილა და 2 საქმეზე („ბეღელურიდასხვებისაქართველოსწინააღმდეგ“ და „ცარციძედასხვებისაქართველოსწინააღმდეგ“) აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა.  კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილებაში კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც საქართველოში ხორციელდება შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის  მიმართულებით და – პოზიტიურად […]

admin03.10.2020

უსაფრთხოების საბჭო: არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა გააცნო. აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების […]

admin03.10.2020

კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა, დედაქალაქში კი – 57. „სამწუხაროდ, ყველაზე მეტი – 360 პაციენტი – ისევ აჭარაში ფიქსირდება, თბილისში ოდნავ შემცირდა და 57 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 11, ქვემო ქართლსა და კახეთში არის ექვს-ექვსი ახალი შემთხვევა, გურიაში – […]

admin03.10.2020

საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს მადლობა გადაუხადა გაეროს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, […]

admin03.10.2020