Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▼
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების მიხედვით, მთავრობამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა, რასაც მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა. ნეთანიაჰუმ აღნიშნულს მოვლენების „მნიშვნელოვანი განვითარება” უწოდა და მადლობას გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, […]

admin10.10.2025

დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მუდმივი მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოექცევიან! ეს დიდებული დღეა არაბული […]

admin09.10.2025

ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“

ლონდონში,  გაიმართა პრესტიჟული მედია გამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025”, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა. ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მიიღო ჯილდო „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“.  ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო:  ,,საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა  საქართველოში” და  […]

admin08.10.2025

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს, 518 ხმით მიიღო. რეფორმის წინააღმდეგ 96 დეპუტატი წავიდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. 6 ოქტომბერს რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად, მიგრაციის […]

admin07.10.2025

ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას განიხილავს

ევროპარლამენტი ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმას განიხილავს. რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, ხოლო აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს. ნემეცმა განაცხადა, რომ […]

admin07.10.2025

ცესკოს თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

საარჩევნო  ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც  შედგა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.  “მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები  ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. […]

admin04.10.2025

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე 71.5 პროცენტით იმარჯვებს. კახა კალაძე დედაქალაქის მერად უკვე მესამე ვადით არის არჩეული. ცესკო-ს ინფორმაციით, დედაქალაქში დათვლილია 584-დან 572 უბანი, რაც საერთო უბნების 97.94 პროცენტს შეადგენს. ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე – 71.55%, 210 280 ხმა. ირაკლი კუპრაძე – 12.45%, […]

admin04.10.2025

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევენ

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა. დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. “მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 […]

admin04.10.2025

Networking Georgia 2025 – სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა

კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და  ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. სტუდიო ლიბერთის წარდგენით,  ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის […]

admin03.10.2025

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი ციფრული სერვისები ბიზნესს

ლიბერთი  აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ინოვაციური  საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას,  რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ბანკინგის მაქსიმალური გამარტივება და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის შექმნა. ამჯერად ბანკმა, Cash in ბანკომატებისთვის ახალი ინოვაციური ფუნქციონალი დანერგა.  კერძოდ,  დღეიდან შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ, მესამე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის სერვისით სარგებლობა.  აქამდე არსებული სერვისი მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას […]

admin01.10.2025