Thursday, 23 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.51
0.03
0.06

თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.  „ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე,  ამ […]

admin04.11.2020

კახა კალაძე: სამშენებლო კომპანიებს ვარკეთილის მესამე მასივის ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ

სამშენებლო კომპანიები, ვარკეთილის მესამე მასივის ავარიული საცხოვრებელი სახლების მოსახლეობასთან, მერიის მიერ დაგეგმილი განაშენიანების კონცეფციის გვერდის ავლით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. „თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობები, სამწუხაროდ, ბევრია. მათგან ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. არსებობს ჩვეულებრივი შენობა-ნაგებობები, რომლის ავარიულობა კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. ეს პრობლემა ყველა რაიონში არსებობს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ […]

admin04.11.2020

4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის ​46 817  შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 537-ით გაიზარდა და ის 31 170-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 19-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და […]

admin04.11.2020

ტრამპმა აშშ-ის წამყვან შტატებში – ფლორიდაში, ტეხასში და აიოვაში გამარჯვება მოიპოვა

ფლორიდის შტატში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო კოლეგიაში ხმების რაოდენობის გასაზრდელად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში 29 საარჩევნო ხმა ტრამპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფლორიდამ წინა არჩევნებზე ტრამპი აირჩია, მაგრამ ორჯერ მისცა ხმა ბარაქ ობამას. ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპა ასევე გაიმარჯვა აიოვაში, წამყვან შტატში – 6 ხმა და ტეხასში – 38 ხმა საარჩევნო კოლეგიაში.  […]

admin04.11.2020

აშშ-ის 31 შტატის მონაცემებით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 192 ხმა აქვს მიღებული, დონალდ ტრამპს კი 114

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC იუწყება, 50 შტატიდან 31-ში ხმების წინასწარი მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 192 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 114. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია. BBC-ის თანახმად, კანდიდატები ასე გამოიყურებიან: […]

admin04.11.2020

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ. „სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“, – განაცხადა დგებუაძემ.

admin03.11.2020

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის გირაოს ითხოვს და არა პატიმრობას. სხდომა საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული. „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, პირველ ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამაჯური, რომელიც შებმული ჰქონდა პრობაციის ეროვნული სამსახურის მიერ, ხალხში მოისროლა. ნიკა მელიას […]

admin03.11.2020

ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში, რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათამდე, 22:00-მდე მუშაობდა ამ ქალაქების ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში და იქ გამართულ ღონისძიებების, წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ […]

admin03.11.2020

პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სირვეცეებშიც. იცით, რომ ეს არის […]

admin03.11.2020

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი დოკუმენტი მოამზადეს, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის […]

admin03.11.2020