პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ვ.ე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და […]