Thursday, 23 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.51
0.03
0.06

დედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  მოსკოვის გამზირზე არსებული, 2-კილომეტრიანი შუა ზოლი დაათვალიერა, რომელიც ახლახან რეაბილიტირდა.  თბილისის მერის თქმით, წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში არსებული გზაგამყოფის  რეაბილიტაციის შედეგად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო დასასვენებელი სივრცე მოეწყო. „სამგორის რაიონში, კონკრეტულად მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ […]

admin17.11.2020

ბოლო 24 საათში საქართველოში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ინფექცია 4000-მდე სამედიცინო პერსონალი დაავადდა,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელება გვაქვს და მათ შორის, არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

admin16.11.2020

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიღაც, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. ასევე, პაციენტი რომელიღაც რისკჯგუფს თუ განეკუთვნება, – ნათქვამია „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა […]

admin16.11.2020

არჩილ თალაკვაძე: დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა აიღონ

9 პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადსხვა პარტიას დაუჭირეს მხარი, ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, პარლამენტში ჰქონდეთ პოლიტიკური დებატი, პარლამენტში გაცვალონ არგუმენტები, იკამათონ და ასე მიიღონ გადაწყვეტილებები, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შეთანხმების შესაძლებლობა რეალურია. „არის მნიშვნელოვანი გამოწვევები. რეგიონში არის ძალიან რთული საკითხები, […]

admin16.11.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 249, აჭარაში – 516, იმერეთში – 477

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა დღეს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს. ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს […]

admin16.11.2020

16 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 16 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 230-ით გაიზარდა და ის 65 291-ს შეადგენს. ახალი მონაცემებით, 30-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა […]

admin16.11.2020

ნიდერლანდების პოლიციამ აეროპორტში კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დააკავა

ნიდერლანდების სამხედრო პოლიციამ აეროპორტში კოვიდინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ნიდერლანდების მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის საქართველოს მოქალაქე შიპჰოლის აეროპორტში შეურაცხყოფის მცდელობისთვის დააკავეს, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოდან ჩავიდა და მალტაში აპირებდა გამგზავრებას. სატრანზიტო დარბაზის გავლის შემდეგ იგი გადაამოწმა ავიაკომპანიის თანამშრომელმა და აღმოჩნდა, რომ მას თან ჰქონდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მან კორონავირუსზე დადებითი ტესტი მიიღო. მამაკაცი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კარანტინში და შემდეგ სამხედრო პოლიციამ […]

admin16.11.2020

32-ე ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ […]

admin15.11.2020

ფილიპინებზე ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფილიპინებზე საშინელმა ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული, 21-ს კი დაზიანებები აქვს მიღებული, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ქვეყნის კატასტროფათა მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით. სტიქიისგან დაზარალებულ პროვინცია ტუგუეგარაოს ჩრდილოეთ ნაწილში ჩაფრენას გეგმავს პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, რათა შეაფასოს მდგომარეობა ცაგაიან ვალის რეგიონში, რომელიც ტაიფუნ „ვამკოს“ შემდეგ ძლიერ დაიტბორა. ფართო მოხმარების […]

admin15.11.2020

15 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 ნოემბრის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა […]

admin15.11.2020