გიორგი გახარია: შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა დაწესებული შეზღუდვები დაიცვან, რათა ინფიცირების მაჩვენებელმა მოიკლოს. „გამოვაცხადეთ ორთვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება. ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში […]