Thursday, 30 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.64
0.04
0.06

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 11 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს ათ და ისრაელის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროჯასტთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინეს. ჩატარებული […]

admin05.04.2021

ეკატერინე ტიკარაძე: უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის

უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. ტიკარაძის თქმით, ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი და ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის […]

admin05.04.2021

ჩინეთის ელჩი ლი იანი: ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა მსოფლიოში უკვე გამოყენებულია და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია

საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოყენებულია და ვაქცინაციას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. „სინოფარმის“ ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე […]

admin05.04.2021

სულ მცირე 71 ადამიანია დაღუპული ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად

სულ მცირე 71 ადამიანია გარდაცვლილი აღმოსავლეთ ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად. 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება  ინდონეზიაში და ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ეჭვგარეშეა, რომ მოიმატებს. „55 ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ ეს რიცხვი ძალზე დინამიკურია და უდავოდ შეიცვლება, რადგან 42 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულადაა მიჩნეული“, განუცხადა ტელეკომპანია […]

admin05.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია

ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით. „1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების […]

admin04.04.2021

თავდაცვის მინისტრმა აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად აჭარის რეგიონში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. მინისტრმა ადგილზე უკვე გარემონტებული ანგარი დაათვალიერა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ბაზაზე ამჟამად არსებული სასადილოს კაპიტალური რემონტი და გადახურვის […]

admin04.04.2021

საქსტატი: 2021 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 4.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე […]

admin02.04.2021

ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი. ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის […]

admin02.04.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა

რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს იმ ჩიხიდან, სადაც სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა, მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უფლებას იტოვებს, აღარ დაკარგოს დრო ოპოზიციის ახირების განხილვაზე და მთლიანად ორიენტირდნენ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ხალხს […]

admin01.04.2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: პრემიერ-მინისტრთან საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე

საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობას და ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს. „ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის საკითხები, რომლებიც […]

admin31.03.2021