კახა კალაძე: ვპირდები თბილისელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ამ ქალაქში პრობლემა არასდროს დადგება
ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა. „ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე. წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც […]