Thursday, 28 May 2026
$ 2.67
3.11
£ 3.59
0.04
0.06

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან […]

admin10.05.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი; მინდა, მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე

ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მინდა, მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს […]

admin09.05.2021

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 813 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 813 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 96 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის […]

admin09.05.2021

პრემიერ-მინისტრი ნიკა მელიას შესახებ: აღარ არის საინტერესო; არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ

არ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.  მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას […]

admin09.05.2021

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩევლის თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. „მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. […]

admin07.05.2021

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, […]

admin07.05.2021

რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი 2 ზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება

„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორ ზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე. ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე გამომწვევი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია და შარშან გახსნილ ჩქაროსნული მაგისტრალის 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაგვაზოგინა, წელს […]

admin06.05.2021

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს – უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული და მიზანდასახულნი ვართ, რომ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად

უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. მიზანდასახულნი ვართ, რომ მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია. „დიდი მადლობა შეხვედრისთვის, […]

admin05.05.2021

ილჰამ ალიევი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის; ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში

ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. როგორც ალიევმა აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანს ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია აკავშირებს. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია […]

admin05.05.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან […]

admin05.05.2021