ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, მართლაც უნიკალური პროექტია
განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა. პრემიერმა, სტუდენტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ევროპული დონის […]