სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელისეს სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. „საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული […]