Thursday, 28 May 2026
$ 2.67
3.10
£ 3.58
0.04
0.06

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა […]

admin30.06.2021

საქართველოს საპატრიარქო: ლგბტქ+ „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს

საქართველოს საპატრიარქო „თბილისი-პრაიდის” 1-5 ივლისს დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, „ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“. ამასთან, საპატრიარქო ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებსაც მიმართავს და სთხოვს, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“. აღნიშნულთან […]

admin30.06.2021

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია. […]

admin29.06.2021

თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს, ოდრე აზულეს შეხვდა. მინისტრი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მწვავე საჭიროებას და ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას მოცემულ ტერიტორიებზე, რაც მიმდინარე წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თბილისში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”, […]

admin29.06.2021

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17- წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, სამშობლოში დაბრუნდა. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა. სამხედრო მოსამსახურეებს […]

admin28.06.2021

პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ გუბერნატორთან რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხილა, რომლებიც მათ შორის პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში იგეგმება. გიორგი ურუშაძე […]

admin28.06.2021

კოჯორში სერჟანტთა პროფესიული დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სერჟანტთა მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს […]

admin26.06.2021

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. თბილის-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის […]

admin26.06.2021

გერმანიის ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ნაცისტების მსხვერპლთა შთამომავლებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას აადვილებს

გერმანელმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს კანონი, რომელიც უფრო ადვილს გახდის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას მათი შთამომავლებისთვის, ვინც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და მათ გაექცა. გერმანული კანონის მიხედვით, პირებს, რომელთაც მოქალაქეობაზე უარის თქმა თავიანთ პოლიტიკურ, რასისტულ ან რელიგიურ საფუძვლებზე მოუხდათ, შეუძლიათ მისი აღდგენა და ასეთივე შესაძლებობა აქვთ მათ შთამომავლებსაც, თუმცა კანონში არსებული ხარვეზების გამო, ბევრმა, დღემდე არსებული კანონმდებლობით […]

admin26.06.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე

კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგვეცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ეს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა და ასევე თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც არის ძალიან კარგი, უნიკალური შანსი ჩვენი მეწარმეებისთვის. ამან განაპირობა, რომ ევროკავშირი გახდა უკვე, თუ არ ვცდები, რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ძალიან დიდი ინტენსივობით, სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, […]

admin26.06.2021