საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა
საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. განკარგულების საფუძველზე, ვაქცინაცია განხორციელდება სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე, გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით. გეგმიური […]