Sunday, 11 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.92 ▲
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებზე: 6000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის და წვალების პერიოდი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო: დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, […]

admin15.09.2021

მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყებას ულოცავს. „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი […]

admin15.09.2021

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები – კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას განცხადებით, რომელმაც კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე ისაუბრა, […]

admin14.09.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მართლაც უპრეცენდენტოა მთელს რეგიონში და ეს არ არის შემთხვევით მიღწეული შედეგი

სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, პროგნოზირებადობის ან  განჭვრეტადობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, დაგეგმო შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის პროფესიას, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა […]

admin14.09.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო მთელს მსოფლიოში

ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ის საფუძველი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას; ახლა ძალიან კარგი ტენდენციაა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაური „ფრეიზერის ინსტიტუტის” რეიტინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” რეიტინგში […]

admin14.09.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას

სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში”, სადაც იგი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის […]

admin14.09.2021

პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკა“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში“ იმყოფებოდა, სადაც მას საწარმოს შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო. საწარმოში 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, დაინერგა ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და გაიზარდა მოცულობა. 2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია. საწარმოს წარმადობა 2015 […]

admin14.09.2021

ქვეყნები, სადაც ბავშვებს „კოვიდ“-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ცრიან

დიდი ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ექსპერტების რჩევის შემდეგ, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ხდება. მედიცინის მუშაკების რეკომენდაციაა, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში „ფაიზერის“ ერთი დოზა იყოს შეთავაზებული. უფრო ადრე, მაისში, ევროპის მედიცინის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება უკვე დაამტკიცა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. მას შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა სხვადასხვა დროს მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების […]

admin14.09.2021

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის მიმდინარეობასა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელა. დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება; […]

admin13.09.2021

რუმინეთში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (Joint Combined Exchange Training/JCET) ჩატარდა. წვრთნების ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან – 1200-4000 […]

admin13.09.2021