მარცხი – ნაბიჯი ბიზნესლიდერობისკენ: ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე
თბილისი, კლუბი „მტკვარზე“(ნიკოლოზ ბარათაშვილის მარცხენა სანაპირო), 19:00 საათი – როგორია მარცხი, რომელიც ბიზნესლიდერობისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს — ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ. ღონისძიებაში, რომელსაც სტარტაპ ბიურო და იმპაქტ ჰაბ თბილისი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავენ, 5 ქალი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან: ფსიქოლოგი, […]