ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლებისთვის“ ჩატარდა. კონკურსში გაიმარჯვა მწერალ ბესიკ პაპასქუას მოთხრობამ „აირწინაღი“, ლიბერთის რჩეული კი გახდა გურო დავითლიძის მოთხრობა „აჩიკო“. მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს მეხუთე წელია ლიბერთისთან პარტნიორობით ატარებს. წლევანდელი კონკურსის მიზანი იყო ქართველ მწერლებს დაეწერათ თანამედროვე სასკოლო ცხოვრების ამსახველი მოთხრობები, რომელიც […]