თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი. „გარდა ამისა, იანვრის თვიდან ჩვენ შემოგვაქვს სიახლეები – სააბონიმენტო სისტემა. ამასთან […]