კახა კალაძე: რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა. „ქალბატონ სალომეს აქვს თავისი […]