Friday, 29 May 2026
$ 2.67
3.11
£ 3.58
0.04
0.06

ცესკო არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. თბილისში, სადაც ერთი უბნის გარდა ყველგან დათვლილია ხმები (769 უბნიდან 768 უბანში), „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს 55.607% აქვს მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკანორი მელიას კი […]

admin31.10.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. „მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ […]

admin30.10.2021

ცესკო: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 49.09 პროცენტია

კენჭისყრის პროცესი დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%), – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 59.9%, ყველაზე დაბალი მცხეთა-მთიანეთში – 43.2%. რაც შეეხება […]

admin30.10.2021

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი არჩევანი ვაკის საარჩევნო ოლქში მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა

მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა. მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს თხოვნით მიმართა, რომ ყველანი მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. „მე […]

admin30.10.2021

შსს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა, უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების […]

admin30.10.2021

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, 20 მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური. 12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება […]

admin30.10.2021

2021 წლის სექტემბერში, საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, […]

admin29.10.2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს

დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “დელტას“ ბაზაზე ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეის“ დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომატის ყველა დეტალი ადგილზე იქნება […]

admin28.10.2021

ეროვნულ გვარდიაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა უმასპინძლეს. მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები […]

admin27.10.2021

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, კალე ლაანეტს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა თავდაცვის უწყებებს შორის და ხაზი გაესვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი საყრდენი კიბერუსაფრთხოებაა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ესტონელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში -„მტკიცე […]

admin26.10.2021