მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში გამართული ინფრასტრუქტურის, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე. „თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. […]