თბილისში დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა
წლეულს, ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. „ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, […]