საქართველოში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე: https://directors.mes.gov.ge „აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება […]