123 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი გაუტამ ადანი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციონირების მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა […]