„ბლუმბერგი“ – ინვესტორების დაინტერესების კუთხით, მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის საქართველო მე-13 ადგილს იკავებს
მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფი Bloomberg Media კვლევას აქვეყნებს, რომელიც აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას. კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი […]