Saturday, 04 July 2026
$ 2.64
3.02
£ 3.53
0.03
0.06

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება

საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. “ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ […]

admin17.01.2023

„ლიბერთისა“ და ლაბორატორია „მეგალაბის“ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო

„ლიბერთი ბანკსა“ და მულტიპროფილურ ლაბორატორია „მეგალაბს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. „დღეიდან, ლიბერთისთან ერთად ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ლაბორატორია მეგალაბის სერვისებზე, ხელმისაწვდომი პირობებით სარგებლობას ითვალისწინებს. სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ მეგალაბის ნებისმიერ ფილიალში, ასევე მეგალაბ დრაივისა და ბინაზე უფასო გამოძახების სერვისით სარგებლობისას. მეგალაბი […]

admin17.01.2023

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი გეგმის ფარგლებში ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-ის პროგრამაში „Москва. Кремль. Путин“ – განაცხადა. „ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მებრძოლები კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ საბრძოლო საქმის შედეგებით“, – თქვა […]

admin17.01.2023

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს

„ჯანდაცვის სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში, თვალს ადევნებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, ნებისმიერმა პირმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში და პანიკა არ მოჰყვეს. „ამ ეტაპზე, განგაშის არანაირი საფუძველი არ არსებობს. […]

admin17.01.2023

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მორიგი საიდუმლო ფაილები პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის დელავერის სახლში იპოვეს. მანამდე, მსგავსი დოკუმენტები ბაიდენის თანაშემწეებმა ვაშინგტონის ოფისში აღმოაჩინეს, რომელსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იყენებდა. გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლენდმა განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამოყენებას დამოუკიდებელი ადვოკატი გამოიძიებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საიდუმლო მასალას სერიოზულად აღიქვამს“, თეთრმა სახლმა […]

admin14.01.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. „დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. […]

admin14.01.2023

ბაიდენის მორიგი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტები იპოვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო სამთავრობო ჩანაწერების მორიგი ნაკრები იპოვეს, რაც თეთრი სახლისთვის მზარდ პოლიტიკური უხერხულობას წარმოშობს. ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებზე თეთრ სახლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღმოჩენა დაადასტურა BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა და სხვა ამერიკულმა მედიამ. ოთხშაბათს ჯერ არ იყო ნათელი, როდის ან სად იპოვეს ფაილების დამატებითი პარტია ბაიდენის თანაშემწეებმა. მანამდე, პოტენციურად საიდუმლო […]

admin12.01.2023

ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საიდუმლო დოკუმენტების პოვნით ანალიტიკური ცენტრის ოფისში, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე იყენებდა და აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი სრულად თანამშრომლობენ მომხდარის განხილვაში. მან ჟურნალისტებს მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ საიდუმლო დოკუმენტებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, არ იცის, რა იყო დოკუმენტებში. „ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ […]

admin11.01.2023

თავდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას“ ეხმაურება იმის შესახებ, რომ „თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს”. უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკ“- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. […]

admin10.01.2023

ბაიდენის კერძო ოფისში პოტენციურად გასაიდუმლოებული ფაილები იპოვეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა. ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გამოძიება მისი პრეზიდენტობის შემდეგ საიდუმლო ფაილების ფლორიდაში გადატანის გამო […]

admin10.01.2023