Monday, 27 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.50
0.03
0.06

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ

ქ. პეკინი, 2023 წლის 31 ივლისი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ემსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლიციანი – ქ. პეკინში. […]

admin31.07.2023

ჩინეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან

ვიცი რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა, საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს. “მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების […]

admin31.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს, ლი ციანს შეხვდა

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, პეკინში გაიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა, […]

admin31.07.2023

სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია სენატში უმრავლესობის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 თებერვალს წარადგინა. დანიგანი ბოლოს, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის […]

admin28.07.2023

სი ძინპინი: გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას

საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. “მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით 31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, […]

admin28.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს – საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, – ამის შესახსბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების […]

admin28.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და […]

admin28.07.2023

ჩინეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ გაგი პოსტზე 7 თვეზე ნაკლები პერიოდით მუშაობის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიზეზი კი არ დასახელებულა. იგი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახლო მეგობარი იყო და საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. 57 წლის განი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში არაერთი ვარაუდის გავრცელებას შეუწყო ხელი. იგი ჩინეთის […]

admin25.07.2023

ზუგდიდში ლიბერთის განახლებული რეგიონული ფილიალი გაიხსნა

სამეგრელოში, ზუგდიდში ლიბერთის განახლებული რეგიონული ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მცირე და საშუალო ბიზნესისა და ფიზიკური პირების მოთხვნილებებს. ფილიალი ზუგდიდში, ზ.გამსახურდიას 34-ში მდებარეობს და 80 თანამშრომელია დასაქმებული. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია […]

admin25.07.2023

ანდრეი პლენკოვიჩი: ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპული პერსპექტივის აღიარებას

მტკიცედ გიჭერთ მხარს ევროპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში, საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, ხორვატია მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე […]

admin24.07.2023