Monday, 27 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.50
0.03
0.06

შოვში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციას […]

admin04.08.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ

ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იქნა ნაპოვნი, არც ერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები იყვნენ იქ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სამაშველო ვერტმფრენებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაური სტიქიის […]

admin04.08.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს

მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერის თქმით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. „მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც […]

admin04.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა ექვსი ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე – მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამაშველო ღონისძიებებს. ამ დროისთვის, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი.

admin04.08.2023

შსს: ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფი 70-ამდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ […]

admin03.08.2023

ევროკავშირის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. ასევე, ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული […]

admin03.08.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება პირველი […]

admin31.07.2023

გიორგი ამილახვარი: აქტიურად გავაგრძელებთ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის

დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება. მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის. „სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე ღრმავდება განათლების და მეცნიერების კუთხით […]

admin31.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში

საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და საერთო მიზნების რეალიზებით. „ძვირფასო მეგობრებო, საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ […]

admin31.07.2023

2023 წლის ივნისში, საქართველოში ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო […]

admin31.07.2023