Monday, 27 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.50
0.03
0.06

ნატომ უარი უთხრა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების ვადის მიცემაზე

ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება, განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“. კომუნიკეში ნატომ თქვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად მოქმედების აუცილებლობას, მაგრამ ვადების დაკონკრეტებაზე არ იქნება ორიენტირებული. მანამდე, ვილნიუსში ნატოს სამიტზე მყოფმა ზელენსკიმ თქვა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ […]

admin12.07.2023

იენს სტოლტენბერგი: ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგმა შეთანხმების მიღწევის შესახებ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თურქეთისა და შვედეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორშაბათს, გვიან გამოაცხადა. ნატოს მეთაურმა აღნიშნულს „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მკაფიო თარიღი“ არ შეიძლება დასახელდეს როდის შეუერთდება შვედეთი სამხედრო ალიანსს […]

admin11.07.2023

ვლადიმერ პუტინი კრემლში „ვაგნერის“ მეთაურს, ევგენი პრიგოჟინს შეხვდა

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. „ნამდვილად, პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. ყველანი მეთაურები და კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ, მათ შორის პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს შედგა, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, პუტინმა შეხვედრაზე კომპანიის […]

admin10.07.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – იტყობინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო […]

admin10.07.2023

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიზნეს წინადადებით მიმართა, დაებანდებინა თანხები ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და  ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. როგორც […]

admin10.07.2023

ონკოლოგიური დიაგნოზის ბავშვებს, სახელმწიფო დაფინანსებით, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის […]

admin10.07.2023

„მოასწარი ზაფხული“ – ლიბერთის აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება

„მოასწარი ზაფხული“ – ლიბერთის საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთიში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანს – ისარგებლებს გაცემის ნულოვანი საკომისიოთი. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პირობები ვრცელდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზეც, რომელიც 31 ივლისის ჩათვლით 15.5%-დან განისაზღვრება (ეფექტური 18.39%-დან). ლიბერთის სახელფასე პროგრამის მომხმარებლები სასურველი თანხის დამტკიცებას, ან არსებულ სესხზე თანხის […]

admin04.07.2023

ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჯენინის ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯენინის ბანაკზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. BBC -ის ცნობით, ბანაკზე მრავალი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე სამი პალესტინელი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ჯენინის რაიონში“. […]

admin03.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: „საპარტნიორო ფონდს“ განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

„საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში. „ჩემთვის დიდი პატივია, […]

admin03.07.2023

2023 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

3 ივლისს, საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2023 წლის გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პირველი გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო. მინისტრმა საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ აპლიკანტები სპეციალურად მათთვის შექმნილ მშვიდ და კომფორტულ აკადემიურ გარემოში თავიანთი […]

admin03.07.2023