Tuesday, 28 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.50
0.03
0.06

გოჩა ჯავახიშვილი: საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა არის გამოკვეთილად პოზიტიური, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ის დადებითად აფასებს

საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა არის გამოკვეთილად პოზიტიური, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველო შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. „საფრანგეთი წარსულში ერთ-ერთი სკეპტიკურ ქვეყანათა შორის იყო. მოგეხსენებათ, ასევე საფრანგეთის როლი […]

admin09.11.2023

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი […]

admin09.11.2023

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. მიმდინარე წელს იგეგმება […]

admin09.11.2023

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ. სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევე „დიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს. „დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ნატოს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს. „კრწანისში“ ვიზიტისას, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ […]

admin09.11.2023

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის 8 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. „კარგი ახალი ამბავი. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს […]

admin09.11.2023

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

admin08.11.2023

ილია მეორე: ოკუპანტთა მხრიდან თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია

კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა, ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზ გინტურის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძირმის წერილშია ნათქვამი. „კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა […]

admin08.11.2023

ეროვნულმა ბანკმა ლიბერთის გამორჩეული თანამშრომელი მანანა აკობია დააჯილდოვა

დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ეროვნულმა ბანკმა საპატიო სიგელით, ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აკობია დააჯილდოვა. მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22-წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან თავისი კარიერა დაიწყო ოპერატორის […]

admin08.11.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა მიულოცა თითოეულ მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ხალხს. […]

admin08.11.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა

რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, გახსოვთ კარგად, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან, საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და შეიძლება ასე ითქვას, გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სხვა რეალობაში აღმოჩნდება […]

admin08.11.2023