Tuesday, 28 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.50
0.03
0.06

გიორგი ამილახვარი შოტლანდიის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება. მინისტრი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში, სახელწოდებით Going Global 2023 მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრები გამართა შოტლანდიის განათლების მინისტრთან, გრემ დეისთან, ბრიტანეთისა და შოტლანდიის უნივერსიტეტების ასოციაციების ხელმძღვანელებთან და […]

admin21.11.2023

პაველ ჰერჩინსკი: საარჩევნო ბარიერი შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, წარდგენილი იქნება რაც შეიძლება მალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის თანაბარი პირობები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ. ჰერჩინსკის განცხადებით, არის ქვეყნები, რომლებსაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალი აქვთ და არის ქვეყნები, სადაც ბარიერი საერთოდ […]

admin21.11.2023

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ოფიციალურად დაუჭირა მხარი

GUARDIANGE – ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ტეხასისა და მექსიკის საზღვართან გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად დაუჭირა მხარი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან შეაქო იგი და თქვა, რომ 77 წლის ტრამპის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა, ქვეყნის არაერთ მზარდ პრობლემურ საკითხს, მათ შორის სასაზღვრო კრიზისს მოაგვარებს. „ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს საზღვარს. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, […]

admin20.11.2023

პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს, კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის […]

admin16.11.2023

2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6.3%-ით შემცირდა, ღორის 20.7%-ით, ფრინველის რაოდენობა კი, 13.0%-ით გაიზარდა

ბიზნესკონტინენტის ფოტო: ნახირი – ახალქალაქის მუნციპალიტეტის სოფლების – არაგვას და გომანის მიმდებარე ტერიტორია, 2023 წლის სექტემბერი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 6.3 პროცენტით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა […]

admin16.11.2023

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაციის განახლებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაციები და გახსნან საპრეზიდენტი ცხელი ხაზი, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი. ჩინეთმა ეს სასიცოცხლო ხაზი 2022 წელს ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაწყვიტა, აშშ-ს კი, სურდა მისი აღდგენა, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო სამხედრო შეტაკებები. ბაიდენმა და სი ძინპინმა მოლაპარაკებებისას, რომელმაც […]

admin16.11.2023

დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო. კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017-2018 წლებში გატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა კოეფიციენტი დაწესდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ასევე […]

admin15.11.2023

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე კლერ ოლბლესი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსი. სხდომის მონაწილეებს ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა როგორც წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების, ისე, […]

admin15.11.2023

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 43.6%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 761.5 მლნ ლარით შეადგინა, რაც 43.6%-ით, ანუ 219.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 […]

admin15.11.2023

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილს არანაირი ფორმით არ გაუკეთებია მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან ჩინეთის პრეზიდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის […]

admin14.11.2023