ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან, დღეს თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან
2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის; ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. „2012 წელს, მეგობრებო, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. […]