Thursday, 08 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – აცხადებს აშშ-ის […]

admin05.04.2024

ლიბერთი Aktif Bank-ის კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა

ლიბერთი,  თურქული Aktif Bank -ის შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლიბერთის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, UPT -ის გენერალურმა დირექტორმა მურატ კაშტანმა და დირექტორმა ქენ გიურპინარმა.   ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ […]

admin05.04.2024

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო. ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა. კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ კვოტირების გაუქმება თანაბარ პირობებს შექმნის და ქალები და მამაკაცები გათანაბრებულები იქნებიან უფლებრივად. […]

admin04.04.2024

ევროკავშირი: საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ევროკავშირი  წუხილს გამოთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი  წუხილს გამოთქვამს, რომ ის […]

admin04.04.2024

ირაკლი კობახიძე: დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან“, საქართველოს მთავრობამ კი უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი და ახლა დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი […]

admin03.04.2024

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის ფონდი აცხადებს 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უფროსკლასელთათვის. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის სკოლის მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს […]

admin03.04.2024

მამუკა მდინარაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარვადგინოთ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორ მდინარაძემ განმარტა, კანონპროექტში ტერმინი უცხოური აგენტი შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის […]

admin03.04.2024

ტაივანში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუალინიდან 18 კილომეტრში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით კი დაშავდა, ნანგრევებში მოყოლილი 77 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი, გრძელდება. სეისმოლოგების ცნობით, ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ტაივანში. მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა. თავდაპირველად, კუნძულსა და მეზობელ სახელმწიფოებში ცუნამის საფრთხის განგაში გამოცხადდა, […]

admin03.04.2024

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ სირიაში ირანის საკონსულო განყოფილებაზე ისრაელის სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება. ირანის პრეზიდენტის თქმით, დამასკოში, ირანის დიპლომატიურ შენობაზე ტერორისტული დანაშაულის ჩადენით, ისრაელის უზურპატორმა სიონისტურმა რეჟიმმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და წინააღმდეგობის ფრონტის წინაშე ზედიზედ მარცხისა და წარუმატებლობის შემდეგ, გადარჩენის მცდელობისას ბრმა მკვლელობის თავდასხმებს მიმართა. „სიონისტურმა რეჟიმმა უნდა […]

admin02.04.2024

Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია: გადაიხადე საკომისიოს გარეშე

ლიბერთის ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან – 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე. წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არამხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც. „Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში […]

admin02.04.2024