Tuesday, 28 July 2026
$ 2.63
3.00
£ 3.50
0.03
0.06

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დააწესა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაჰყონ. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს […]

admin26.02.2024

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა რეორგანიზაციას. „ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ექიმების მოსაზრებები, ამის შემდეგ გვქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრთან, ჯანდაცვის სამინისტროს […]

admin24.02.2024

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საიმიგრაციო ზონა გაფართოვდა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად, გაფართოვდა საიმიგრაციო ზონა, სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა – 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორ გივი დავითაშვილთან […]

admin23.02.2024

ახალი კვლევის შედეგებით, ამომრჩეველთა 67% ჯო ბაიდენის ასაკის გამო წუხს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი 4%-ით უსწრებს დონალდ ტრამპს

ქვინიფიაქის უნივერსიტეტის ახალი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მცირედი უპირატესობით უსწრებს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა წუხს მისი ასაკის გამო. კვლევა, რომელიც 15 თებერვლიდან 19 თებერვლამდე ჩატარდა, აჩვენებს – საპრეზიდენტო არჩევნები რომ ამჟამად ტარდებოდეს, რეგისტრირებული ამომრჩევლის 49% ბაიდენს დაუჭერდა მხარს, ხოლო 45% ტრამპს. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა 67%-მა თქვა, რომ 81 […]

admin23.02.2024

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების საკითხი დააყენა

უკვე მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს, თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ამ  საკითხებზე მას […]

admin23.02.2024

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან

ჩვენი ხედვები არის მკაფიო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზე სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. „შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით არის ჩვენთვის ძალიან […]

admin23.02.2024

ირაკლი კობახიძე: მინდა „ლიბერთი ბანკს“ მადლობა გადავუხადო საპენსიო სესხის პროცენტული განაკვეთის დაწევისთვის

ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც“, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი რომელიც შეამსუბუქებს პენსიონერების და ზოგადად, თანამოქალაქეების მდგომარეობას. „ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა, მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული […]

admin23.02.2024

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში, ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ

ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე […]

admin23.02.2024

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა […]

admin23.02.2024

პირველად ისტორიაში, ამერიკულმა კომერციულმა კომპანიამ მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა

ამერიკულმა კომპანიამ „Intuitive Machines“-მა ისტორია დაწერა, რადგან ის გახდა პირველი კომერციული კომპანია, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა. ჰიუსტონში დაფუძნებულმა „Intuitive Machines“-მა („ინტუიციური მანქანები“) თავისი რობოტი „Odysseus“-ი („ოდისევსი“) მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დასვა. ოპერატორებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმის დასადგენად, იყო თუ არა ხომალდი დაშვებული მთვარეზე, მაგრამ საბოლოო სიგნალის მიღების შემდეგ, ფაქტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. „რაც ჩვენ შეგვიძლია […]

admin23.02.2024